გასულ ღამეს 17 "შაჰიდიდან" 15 გავანადგურეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული 17 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 15 გაანადგურეს.

"19 აგვისტოს ღამით ჩრდილოეთ ფრონტიდან რაშისტებმა იერიში მიიტანეს "შაჰიდის" ტიპის დრონების გამოყენებით. კურსკის ოლქიდან ჯამში სულ 17 დრონი გაუშვეს," - წერს უკრაინის საჰაერო ძალები.

უწყების თქმითვე, საჰაერო თავდაცვამ რუსული თვითმფრინავების თავდასხმები ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში მოიგერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი