რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვს შეუტიეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს, სავარაუდოდ, 
ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიციელები და მედიკოსები.

"მტერმა ესროლა ჩერნიგოვის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით," - ამბობს ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი