ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა - დაიღუპა 7, დაშავდა 129 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ამბობს, რომ დაშავებულია 129 ადამიანი, დაღუპულია 7, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი.

დაშავებულებს შორის 15 ბავშვია, 15 პოლიციელი.

რუსი დამპყრობლების დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, დაღუპულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა, 7 დაიღუპა.

რუსებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრზე, დრამატულ თეატრზე მიიტანეს. შენობის უკან არის დიდი პარკი, სადაც დედები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმის დროს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებში იყვნენ, გზაზე ან ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი