უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელმა მფრინავებმა უკვე დაიწყეს  F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა. მისივე თქმით, მინიმალური სასწავლო პერიოდი 6 თვეა.

მინისტრი ამბობს, რომ სწავლებაში მონაწილეობას პილოტების გარდა გარკვეული რაოდენობის ინჟინრები და ტექნიკოსებიც მიიღებენ.

"მომზადების ეს პერიოდი ტრენინგის სახით იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებთ თვითმფრინავებს. და ასევე რაც მთავარია - რამდენს", - თქვა რეზნიკოვმა.

11 პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი