კურსკში დრონმა რკინიგზის სადგურის შენობა დააზიანა - დაშავდა 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დღეს დილით რუსეთში, კურსკის რკინიგზის სადგურის შენობაში, აფეთქება მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი. ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შენობას უკრაინული დრონი შეეჯახა.

​როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, შეჯახების შედეგად სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

"უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა," - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

აღნიშნულს ოფიციალური კიევი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი