რუსეთმა ნიკოპოლს მძიმე არტილერიით შეუტია - დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს მძიმე არტილერიით შეუტია. 19 აგვისტოს საღამოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავდა 74 წლის ქალი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი იუწყება, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 5 კერძო სახლი, 4 ფერმა და 2 ელექტროგადამცემი ხაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი