არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ, გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. კულება გასულ წელს ანალიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, როცა ისინი ამბობდნენ, რომ უკრიანა არსებობას შეწყვეტდდა.

”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ," - აღნიშნა კულებამ.

მან ასევე მიმართა უკრაინელებს, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე მოთმინება გამოიჩინონ:

"გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა," - აღნიშნა კულებამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი