ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, ნიდერლანდებში ჩავიდა.

​როგორც უკრაინის პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინული დელეგაცია ნიდერლანდების პრემიერ მარკ რიუტეს შეხვდება და F-16-ების გადაცემის საკითხს განიხილავს.

"მთავარი საკითხია F-16 უკრაინისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან. ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ასევე, დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, #PeaceFormula, ტერორისტული სახელმწიფოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი