საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება | არსებობს თუ არა პანდემიის მორიგი ტალღის საფრთხე

გამოქვეყნდა:

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც.  

ბოლო ერთი თვის განმავლობაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება მსოფლიოშიც და აღმოჩენლია ომიკრონის ქვევარიანტი EG.5, იგივე "ერისი." თუმცა, ახალი შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

სპეციალისტები "მთავარი არხთან" საუბრისას პანდემიის დაბრუნების საფრთხეს, ფაქტობრივად, გამორიცხავენ.

"გარკვეული ზრდა არის კოვიდ ინფიცირებულების, თუმცა, პანდემიის პოტენციალი ამას არ აქვს. ის არის ომიკრონის ვარიანტი, რომელიც ხასიათდება სტანდარტული მიმდინარეობით, თუმცა ოდნავ სწრაფი გავრცელებით. ღონისძიებები არის იგივე. რა თქმა უნდა, იდეალური გამოსავალი არის ვაქცინაცია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან 70 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები," - აცხადებს "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვახტანგ კალოიანი.

ექსპერტები ასევე განმარტავენ, რომ კოვიდის ახალი შტამები პერიოდულად გამოჩნდება და ამაში საშიში არაფერია, მაგრამ ისინი აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სფერო ნებისმიერი საშიშროებისთვის კვლავ მოუმზადებელია, მათ შორის სეზონური ვირუსებისთვის

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი