კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, 30 000-მდე ოჯახის ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

კანადაში, პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ 30 000-მდე ოჯახის ევაკუაციის განკარგულება გასცა. BBC-ის ცნობით, პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გამოცემა წერს, რომ შუშვოპის რეგიონში გაჩენილი ორი უზარმაზარი ხანძარი ღამით გაერთიანდა და გაანადგურა სახლები და სხვა შენობები.

ხანძრის შედეგად დასავლეთ კელოუნაში, ზღვისპირა ქალაქში, სადაც 36 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დაიწვა საცხოვრებელი სახლები. ასევე, შეზღუდულია ქალაქში მოგზაურობა, ახლომდებარე ხანძრის კვამლმა კი ოკანაგანის ტბამდე მიაღწია.

გარემოს დაცვის მინისტრის, განცხადებით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობაც 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

„თუ ჯერ კიდევ იელოუნაიფში ხართ, გთხოვთ, დატოვოთ", - განაცხადა მინისტრმა. მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ტყის ხანძრის შედეგად, შესაძლოა, საავტომობილო გზები და აეროპორტი დაზიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი