მოსკოვის რაიონში ორი დრონი ჩამოაგდეს - ერთ-ერთი მარგარიტა სიმონიანის სახლთან ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონები  რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან ჩამოვარდა, მეორე კი ისტრას რაიონის ტერიტორიაზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარს გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი. მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი მის სახლთან ჩამოვარდა.

"ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე", - წერს სიმონიანი ტელეგრამზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი