
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ხვალიდან, 22 აგვისტოდან, პარტია მიხეილ სააკაშვილის სახელით მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ კლინიკა "ვივა მედთან" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის საქართველოს ყველა კუთხეში ჩავა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა.
მოქალაქეებთან შეხვედრის პირველი ლოკაცია ბათუმი იქნება.
''დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ამიტომ ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთიანობა და ერთად, სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას. მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას აი ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით", - თქვა სოფო ჯაფარიძემ.