"ვეწინააღმდეგებით კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას" | კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროს რეპრესიული პოლიტიკის გამო კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ. ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

როგორც კინემატოგრაფისტები გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნავენ, პროტესტის ნიშნად, კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

"მთავარი არხის" ვებგვერდი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას - კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კინემატოგრაფისტების პროტესტი უკვე რამდენიმე თვპროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი