მოსკოვში, მიწისქვეშა კოლექტორებში ექსკურსიის დროს ხუთი ადამიანი წყლის ნაკადმა გაიტაცა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სამს კი ეძებენ. ცხედრები მდინარე მოსკოვში აღმოაჩინეს.
"წინა დღით რვა-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა მიწისქვეშა კოლექტორების დასათვალიერებლად, სადაც ძლიერი წვიმის დროს იმყოფებოდნენ. გარდაცვლილების ვინაობა დგინდება", - წერს მედია
მედიის ინფორმაციით, კოლექტორებში დაკარგულებს შორის 15 და 17 წლის მოზარდები არიან.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომლის გადამოწმებაც მიმიდნაროებს დაკარგულთა შორის შესაძლოა იყოს უმსხვილესი რუსული IT კომპანიის თანამშრომელი, მისი ქალიშვილი და ძმისშვილი.