თქვენ როგორც ელჩი ვერ შედექით, goodbye my darling - ზარქუა დეგნანს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა და საქართველოში აშშ-ის ელჩს სიტყვიერად თავს დაესხა. ზარქუამ ელჩ დეგნანს მავნებელი უწოდა და თქვა, რომ ის, როგორც ელჩი "ვერ შედგა".

გარდა ამისა, ზარქუამ, კელი დეგნანი პოლარიზაციის გაღრმავებასა და "რევოლუციური ტალღის აგორებაში" დაადანაშაულა.

"მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩი, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით. ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ, თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ. ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, რადგან საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye my darling", - თქვა ირაკლი ზარქუამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი