კიდევ ერთი სადავო პროექტი, რომლის დამტკიცებასაც "ოცნება" ჩქარობს. ვაგონმშენებელი ქარხნის საბოლოო ბედი 25 აგვისტოს გადაწყდება. პარასკევს საკრებულოში ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი. საუბარია პროექტზე, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახის ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, თბილისში, ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება - საპროექტო წინადადებაზე მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის, თუმცა, საკრებულოს ის დასაშვებად მიაჩნია.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 50-მდე კორპუსის მშენებლობა, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 117 მეტრი იქნება. მშენებლობის დამკვეთი კომპანიები ნინო წილოსანთან მჭიდრო კავშირში არიან.