ბოლო მიმართვა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის სტატუსით. კელი დეგნანის პოლიტიკური აქცენტები მმართველი გუნდისთვის დღეს იმდენად მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" თავდასხმამაც არ დააყოვნა.
ივანიშვილის პოლიტიკური კლანი განსაკუთრებით გააღიზიანა დიპლომატის მიმართვის იმ ნაწილმა, სადაც დეგნანი ხალხს გადამწყვეტ არჩევნებზე აქტიურობისა და საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. უკვე ყოფილი ელჩი დიდ გამოწვევად აფასებს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებას, რომელიც მანიპულაციის საშუალებას იძლევა.
დიპლომატი "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული არჩევნების სპეციფიკაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ პრობლემები, მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არა არჩევნების დღეს, არამედ რამდენიმე თვით ადრე იწყება.