The New Yorker-ის ცნობით, ილონ მასკმა დაადასტურა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა და SpaceX-ის დამფუძნებელმა პენტაგონის ხელმძღვანელის ახლა უკვე ყოფილ მოადგილე კოლინ კალსა და კიდევ რამდენიმე ადამიანთან საუბარში აღიარა.
მათივე ინფორმაციით, პოლიტოლოგი და საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის დამფუძნებელი იან ბრემერი პირველი იყო, ვინც 2022 წლის ოქტომბერში ამტკიცებდა, რომ მასკმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ უამბო. თავად მასკმა კი ეს საჯაროდ უარყო და თქვა, რომ პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ესაუბრა. გამოცემა კი წერს, რომ "კალი ირწმუნება, რომ ამერიკელმა მილიარდერმა აღიარა, რომ ეს ასე არ არის".
"მან თქვა: "კარგი, მე მშვენიერი საუბარი მქონდა პუტინთან." და ჩვენ ვამბობდით: "ოჰ, ეს არ არის კარგი", - იხსენებს პენტაგონის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან.