ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

22 აგვისტოს დილით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა 20 კერძო სახლი.

ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰეი ლისაკი ავრცელებს.

 "კრივი-რიჰში გამთენიისას აფეთქებების ხმა გაისმა. მტერმა სარაკეტო შეტევა დაიწყო.

დაშავდა ერთი პირი. დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობის 20 კერძო სახლი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი", - წერს ლისაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი