ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ - იონათამიშვილი დეგნანზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი იმ ელჩებს შორის არ იქნება, "ვისთანაც ის მეგობრობას გააგრძელებს".

გარდა ამისა იონათამიშვილი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და მას კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა, რომლითაც ჩანს ელექტრონული არჩევნების ხარვეზები.

"ფაქტია, რომ ელექტრონულ არჩევნებს აქვს სანდოობისა და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ფაქტია, რომ ელექტრონული არჩევნების პროცესი ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებების, კარუსელების დისბალანსებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნებისმიერი, ვინც ქართულ საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და ამ მხრივ სად რა პრობლემები იყო. ვინაიდან ამ მხრივ ეს სისტემა ყველაზე გამართულია. მე ჩვენს ქვეყანაში აშშ-ს არაერთ ელჩს ვიცნობდი პირადად. მათ შორის ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მის [კელი დეგნანის]მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ", - თქვა იონათამიშვილმა.

ელექტრონულ კენჭისყრასთან დაკავშირებით დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა და უბნების თანამშრომლებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს სისტემა:

"აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც", - თქვა დეგნანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი