"ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი საუბარი" - ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ მას ვუჩიჩთან "ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი" შეხვედრა ჰქონდა.

"ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან.

კარგი საუბარი მქონდა გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე, ჩვენი ერების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში.

ჩვენი ურთიერთობების განვითარება, ეს არის ჩვენი ორმხრივი ინტერესი", - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი