ცოლის მკვლელობა კასპის რაიონში | თვითმხილველები შემთხვევის დეტალებზე - ბოლო ცნობები სოფელ ხანდაკიდან

გამოქვეყნდა:

ფემიციდის შემთხვევა შიდა ქართლში. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ხანდაკში მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. ცოლის მკვლელობის ბრალდებით ასაკოვანი კაცი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ცივი იარაღი ამოიღო. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ასაკოვან ცოლ-ქმარს წლების განმავლობაში კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ შემთხვევა სწორედ ამის გამო მოხდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი