ინდოეთი 23 აგვისტოს, მთვარის ზედაპირზე სტატიკურ ხომალდს მესამე მცდელობით გაუშვებს

გამოქვეყნდა:

ინდოეთი 23 აგვისტოს, მთვარის ზედაპირზე სტატიკური ხომალდს გაუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური მედია ავრცელებს.

ხომალდს ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია (ISRO) ჩანდრაინ-3 უშვებს. ეს ინდოეთისთვის მთვარის კვლევების პროგრამის მესამე მისაა. როგორც ცნობილი ხდება, წინა ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ხომალდს პრობლემა შეექმა. 

სტატიკურ ხომალდს ოთხი ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტი, მათ შორის  თერმული, ატმოსფერული ინსტრუმენტები და ლაზერული რეტრორეფლექორის ნაკრები აქვს. ნახსენები რეფლექტორიები დედამიწიდან მთვარემდე მანძილს მაღალი სიზუსტით ზომავს. ეს ხომალდი ასევე გაზომავს მთვარის სეისმურ ბიძგებს, სუსტ სეისმურ აქტივობას, რომელიც მთვარეზე თვეებში ერთხელ ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი