უკრაინულ გამოცემა "ინ ფორმ ნაპალი" ჟურნალისტურ გამოძიებაში სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროებს. საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბაბაკოვისა და საქართველოში ულტრანაციონალისტური ჯგუფის "კონსერვატიული მოძრაობის" კავშირებს, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კრემლის პროექტი - საქართველოს რუსეთიზაცია ჩვენს ქვეყნაში სწორედ "ქართული ოცნებისგან" წახალისებული და მართული მორგოშია-მახარაძის ხელით სრულდება.
ვრცელ სტატიიაში კიდევ ერთი ქართული გვარია დასახელებული, რითიც ვიგებთ, რომ ალექსადრე ბაბაკოვის პირადი კორუფციული სქემებითა და გავლენებით, რუსეთის სანქციების გვერდის ავლას ახერხებს, ამაში კი მას გაზპრომის მაღალი თანამდებობის პირი ალექსეი კახიძე ეხმარება.