იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

80 წლის ასაკში, იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია 
მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში, "ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ" გარდაიცვალა.

კუტუნიომ თავისი მუსიკალური კარიერა 1966 წელს დაიწყო და რამდენიმე პოპულარული სიმღერის ავტორია, რომელთა შორისაა მთელ მსოფლიოში ცნობილი და იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად ქცეული „იტალიანო“. ბოლო წლებში ის ორჯერ იყო ჩამოსული საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი