პაკისტანში, 274 მეტრის სიმაღლეზე საბაგირო გაჩერდა | კაბინაში მყოფი ბავშვებიდან 2 უკვე გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ორი ბავშვი ვერტმფრენმა გამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლიციის ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიცრის ინფორმაციით, ბავშვებს კაბინაში რამდენიმე საათი მოუწიათ ყოფნა. ამჟამად მათი მდგომაროება სტაბილურია. 

საბაგიროს კაბინაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელია დარჩენილი, სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით ხდება, თუმცა პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს. 

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი