თავდაცვის სამინისტროს ტყუილი, რომელიც მის რეალურ პოლიტიკას ამხელს. დღეს მთელი დღის განმავლობაში უწყება უმტკიცებდა "მთავარ არხს", რომ "ნატოსთან" სამხედრო თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, წვრთნები "ეჯაილ სპირიტი" - ხვალ იხსნებოდა. სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა - წვრთნები ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.
კრწანისის ბაზაზე ცერემონიაც ჩატარდა და შეერთებულმა შტატებმა შესაბამისი ვიზუალური მასალაც გაავრცელა. რა გახდა თავდაცვის სამინისტროს უხერხული ტყუილის მიზეზი, გაუგებარია - ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლურ ალიანსთან თანამშრომლობის სულ უფრო დაბალ დონეზე დაწევას და რუსეთის სულ უფრო მეტად არ გაღიზიანებას ცდილობს.