კვალი ისევ კრემლისკენ მიდის. უკრაინული გამოცემა აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ "კონსერვატიული მოძრაობა" საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და დაფინასებასაც მოსკოვიდან იღებს.
დოკუმენტების მიხედვით, მთავარი მოქმედი პირი რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც ფაქტობრივად ერთპიროვნულად კურირებს კონსტანტინე მორგოშიას და მის პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოში. სწორედ ალექსანდრე ბაბკოვის თანხმობით და ფაქტობრივი დაფინანსებით შეძლო გაძლიერება ალტ-ინფოს კონსერვატიულმა ფრთამ, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ საქმინობასაც აფართოვეს და აგრესიულ ქმედებებს არ ერიდება.