"ოცნების" დისკრედიტაციის კამპანია თეა გოდოლაძის წინააღმდეგ | რაში ადანაშულებენ გეოფიზიკოსს

გამოქვეყნდა:

შავი პიარის ახალი კამპანია "ქართული ოცნებისგან". მმართველი პარტია ისევ ნაცადი ხერხებით ცდილობს სახიფათო ოპონენტების განადგურებას. ამჯერად სამიზნე თეა გოდოლაძეა. გეოფიზიკოსი, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსია.

მისი ბოლო შეფასებები შოვის ტრაგედიაზე განსაკუთრებული სიცხადით აშიშვლებდა "ქართული ოცნების" უმოქმედობას სტიქიურ ზონაში, რასაც მოჰყვა გამოუსწორებელი შედეგები. გოდოლაძის მკაცრი პოზიციის გამო დღეს მისი პიროვნული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რომელიც არა ტროლ-ბოტებმა, ან ფიქტიურმა საინფორმაციო სააგენტოებმა, არამედ პირდაპირ რუსთავი 2-მა წამოიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი