მოსკოვის ცენტრში მშენებარე შენობას დრონი დაეჯახა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანიანის თქმით, ქალაქის ცენტრში მშენებარე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, დრონი ელექტრონული საბრძოლო სისტემით ჩაახშეს, თუმცა მან კონტროლი დაკარგა და შენობას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ჩაიმსხვრა შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორ-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ფანჯარა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის მოჟაისკის და ხიმკის რაიონებში კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთმა მომხდარი შეაფასა, როგორც "კიევის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული აქტი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი