
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 23 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინას 20 დრონით შეუტია. უკრაინამ 11 მათგანი გაანადგურა - აქედან 9 ოდესის თავზე, 2 კი ზაპოროჟიეს რეგიონებში.
"23 აგვისტოს ღამეს მტერმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან წამოიწყო თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით. სულ 20-მდე დრონი გამოუშვა პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან.
საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის 11 თვითმფრინავი, ცხრა ოდესაში და ორი ზაპორიჟჟიის რეგიონში", - ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.