
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ნაუსედა twitter-ზე წერს.
"დავბრუნდი კიევში რათა აღვნიშნო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მოძმე უკრაინელ ერთან ერთად. უკრაინის გამარჯვება ახლოსაა. ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მანამ სანამ ეს საჭირო იქნება", - დაწერა მან Twitter-ზე.
ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ნაუსედა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისთვის საჭირო დახმარებასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებს განიხილავენ.