"საქართველო თუ რამეს უკეთებს იზოლირებას, ეს არის ომი. ეს არის სამხედრო კონფლიქტი. დიახ, ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ვაკეთებთ იზოლირებას, რომ ვერ შეძლოს გლობალური ომის პარტიამ საქართველოში მეორე ფრონტი და ვერ შეძლოს რევოლუციური სცენარი. ამის იზოლირებას ნამდვილად ახერხებს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საზოგადოება, რაც ყველაზე მთავარია"
- თქვა "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.