რუსების დაბომბვის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დრონებით დაბომბვის შედეგად დუნაის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. Reuters ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ კუბრაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ თავდასხმის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

"რუსეთი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს სისტემატურად ურტყამს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, - განაცხადა კუბრაკოვმა.

ცნობილია, რომ რუსების თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა და სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი