ინდოეთის კოსმოსური აპარატი მთვარეზე | „ჩანდ-რაიან-3“-ის მისიის მთავარი მიზანი წყლის პოვნაა

გამოქვეყნდა:

ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსური აპარატი მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დასვა. თბილისის დროით 16:32 საათზე „ჩანდ-რაიან-3“ წარმატებით დაეშვა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე. როგორც ცნობილია, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს ყინული არსებობს და ინდოეთის მისია თხევადი წყლის პოვნაა.

ამ მოვლენას წინ უძღოდა რუსეთის წარუმატებელი მისია. კოსმოსური აპარატი ლუნა-25, რომლის მთვარეზე დასმა მოსკოვს ინდოელებზე ადრე ჰქონდა დაგეგმილი, ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს დიდი სიჩქარით შეეჯახა და დაიმტვრა. კრემლის პროპაგანდისტები, რომლებიც ნიშნის მოგებით ამცნობდნენ ქვეყანას, რომ რუსეთი ისევ ცოცხალი და დიადია, ახლა დადუმებულები არიან.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი