თავდაცვის სამინისტროს ტყუილი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. უწყება 2 დღე მალავდა ნატოს სწავლების ოფიციალურ გახსნას და დღემდე არავინ განმარტავს, რატომ იყო ეს ფაქტი გასაიდუმლოებული. მხოლოდ "მთავარი არხის" მიერ გახმაურების შემდეგ, თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა 20 აგვისტოს გამართული გახსნის ცერემონიის კადრები. დღეს კი "მტკიცე სულის" სწავლების პირველი სამხედრო წვრთნები გაიმართა. მაგრამ ღონისძიებას არ დაესწრო თავდაცვის მინისტრი. დიდი ალბათობით ჯუანშერ ბურჭულაძეს უბრალოდ არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭირო იყო "ეჯაილ სპირიტის" დაწყების ფაქტის დამალვა.