ისტორიის გადაწერის მცდელობა და ახალი სახელმძღვანელო რუსეთის სკოლებში | რა წერია უახლესი ისტორიის პუტინისეულ ვერსიაში

გამოქვეყნდა:

ისტორიის გადაწერის მცდელობა და ფაქტების ინტერპრეტირების კრემლისეული ვერსია. პირველი სექტემბრიდან რუსეთის სკოლებში ისტორიის სწავლება ახალი სახელმძღვანელოთი დაიწყება, რომლის ფორმალური ავტორი თავად ვლადიმერ პუტინია.

კრემლის დიქტატორის დავალებით, სკოლის წიგნში შეტანელია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ხოლო უკრაინა ნეონაცისტურ ქვეყნად არის მოხსენებული. პროპაგანდისტული ნარატივი სახელმძღვანელოს ყველა იმ პარაგრაფშია, რომელიც ბოლო ათწლეულების მოვლენებს აღწერს.

კრემლის მთავარი მესიჯი უცვლელია - ე.წ. კოლექტიური დასავლეთი რუსეთის განადგურებას ცდილობს. ცვლილებები შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც. მოსწავლეებს უმტკიცებენ, რომ აგრესორი საქართველოა, რუსეთმა კი საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ კეთილი ნებით შეუნარჩუნა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი