არსებული, ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ტვერში ცოტა ხნის წინ "ვაგნერის" დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი ბიზნეს-თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი შვიდი პირი დაიღუპა.
ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ბორტზე თავად პრიგოჟინი.
"ვაგნერის" ტელეგრამის არხი ირწმუნება, რომ პრიგოჟინის კუთვნილი ბიზნეს თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია და მას გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.