
დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საგანგებოდ ამ დღისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნა გიგანტური დროშა, რომელმაც ფრონტის წინა ხაზზე 4 500 კილომეტრი გამოიარა. სამხედროები მასზე საკუთარ სახელებს და სიმბოლურ ისტორიებს წერდნენ, დღეს ეს დროშა კიევის თავზე აღიმართა. მოგვიანებით კი მას მუზეუმში გადაიტანენ.
სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმაც, ისინი მშვიდობის ხიდზე შეიკრიბნენ.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი