პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტვერში | "როსავიაციის" განცხადება

გამოქვეყნდა:

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

  • სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაიწყო Embraer-135 თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გარემოებებისა და მიზეზების გამოძიება;
  • თვითმფრინავი ეკუთვნოდა შპს MNT-Aero-ს, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს ტრანსპორტირებაში;
  •  თვითმფრინავი მიფრინავდა მარშრუტით: მოსკოვი - სანკტ-პეტერბურგი. ბორტზე შვიდი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა;
  • კომისიამ დაიწყო ფაქტობრივი მასალების შეგროვება ეკიპაჟის მომზადების, თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის, ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის, დისპეტჩერიზაციის სამსახურისა და სახმელეთო რადიოტექნიკის მუშაობის შესახებ;
  • სპეციალისტებს ასევე მოუწევთ ბორტზე ობიექტური კონტროლის საშუალებების მოძიება „შავი ყუთის“ ჩანაწერების შემდგომი გაშიფვრისა და ანალიზისთვის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ, "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი. 

ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამაც, რომელმაც ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით დაწერა, რომ მგზავრების სიაში ევგენი პრიგოჟინიც იყო. უწყებაში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის "მარჯვენა" ხელი და "ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი