რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე - დაშავდა 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

24 აგვისტოს ღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონზე. თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

"ძლიერი აფეთქებების ხმა იყო დნიპროში შუა ღამეს. მტერმა ქალაქს რაკეტებით შეუტია, ერთ-ერთი მათგანი ჩამოგდებულია", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონის რეგიონულმა სამხედრო ხელმძღვანელმა სერჰეი ლისაკმა.

საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა, მათ შორის ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო და სასოფლო-სამეურნეო კომპანია. ასევე დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და წყლისა და გაზსადენი.

დაშავებულთა შორის არის სამი კაცი და ოთხი ქალი. მათგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის თქმით, თავდასხმების შედეგად გაჩნდა ხანძარიც, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი