ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინი დონის როსტოვში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 160 კილომეტრში შტაბ-ბინას ეწვია. რუსეთში ივნისში მომხდარი სამხედრო არეულობის დროს ეს შტაბი ვაგნერელებს ჰქონდათ დაკავებული.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ პუტინი იქ 19 აგვისტოს იმყოფებოდა და მსგავსი ვიზიტი მისი მხრიდან ძალიან იშვიათია.
უწყების ინფორმაციით, პუტინმა შეხვედრა გამართა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რომელიც უკრაინაში ომის მეთაურია.
"2023 წლის ივნისში ვაგნერის ჯგუფმა მცირე დროით დაიპყრო შტაბი. დიდი ალბათობით, პუტინს სურს, გამოაჩინოს თავისი ავტორიტეტი და წარმოაჩინოს უფროსი სამხედრო სარდლობა ჩვეულ რეჟიმში მოქმედად", - წერს ბრიტანული დაზვერვა.