"თქვენი მომავალი ჩვენთანაა" - ევროპელი ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

გამოქვეყნდა:

ევროპელი ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. მიმართვა გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. ლეიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება მანამ სანამ ეს საჭირო იქნება.

"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მინდა გამოგიგზავნოთ ჩემი უთბილესი მილოცვა თითოეულ თქვენგანს. უკრაინის სიძლიერე გადის უკრაინელ ხალხზე, თქვენს სიმამაცეზე, თქვენს ძალასა და მტკიცე იმედზე, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ერთიან ევროპაში თქვენ ხართ ყველა ევროპელისთვის ინსპირაცია, ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით იქამდე, ვიდრე უკრაინა არ იქნება თავისუფალი. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და გვექნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდება უკრაინას", - თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

"თქვენი სიმამაცე არის ინსპირაცია მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის" - ამ სიტყვებით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლა, უკრაინელ ხალხს და მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"ძვირფასო უკრაინელებო დამოუკიდებლობის დღეს მინდა გისურვოთ მშვიდობა, თავისუფლება, სამართლიანობა და ბედნიერი ევროპული მომავალი. თქვენი სიმამაცე, თქვენი გადაწყვეტილება, მტკიცედ დადგომოდით აგრესორს არის ინსპირაცია მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის, თქვენს გვერდით ვართ დღეს და ვიდგებით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. დიდება უკრაინას", - თქვა რობერტა მეცოლამ.

მიმართვა გაავრცელა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მიშელის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია და მისი მომავალი ევროპაშია.

"ჩემო ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. თქვენს გვერდით ვიქნებით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. თქვენ ხართ ევროპული ოჯახის წევრი და თქვენი მომავალიც ჩვენთანაა. ევროკავშირის დროში ვარსკვლავები თქვენს თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში იფრიალებს. დიდება უკრაინას", - თქვა შარლ მშელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი