უკრაინის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში დესანტი გადასხეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები გადმოსხეს.

''სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერტორიაზე დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარა. მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. სპეცოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მოწინააღმდეგის მხარეს არის დანაკარგებიც, როგორც პერსონალის ასევე იარაღის მხრივაც. დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება" - განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, სპეცოპერაცია თარხანკუტის კონცხის ტერიტორიაზე, მაიაკის და ოლენევკას დასახლებებში ჩატარდა. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი