უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მშვიდობას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს. კობახიძე უკრაინას "მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას" უსურვებს.

"ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერმინისტრს. ოფიციალური განცხადება გაავრცელა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი