"კანტორა" - რიჟვაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევამ გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ არ ენდობა და "კანტორას" უწოდებს. რიჟვაძემ განცხადება ორგანიზაციის იმ კვლევის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ორგანიზაცია აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარაში არცერთი კომპანია პრივილეგირებული ან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არის.

"ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“- ამბობს რიჟვაძე.

"გამჭვირვალობმ "აჭარაში ქონების გასხვისების შემთხვევები შეისწავლა და პროცესში ხარვეზები აღმოაჩინა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს რომ ქონების გასხვისება, აუქიციონზე გატანა და პრივატიზაცია ძირითადად გაუმჭვირვალეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი