ქუთაისში, მეგობარი ქვეყნის, ომში მყოფი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აღმაშენებლის ძეგლთან იკრიბებიან. ისინი ქალაქში ავტომობილებით მსვლელობას გამართავენ. რამდენიმე საათში კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსია დაგეგმილი.
"საქართველოს გადარჩენის ხაზი გადის უკრაინაზე", - ამბობენ სოლიდარობის აქციის მონაწილეები.