ანტირუსული სტენსილები თბილისში | ვრცელი სტატიები უცხოურ პრესაში

გამოქვეყნდა:

უცხოურ პრესაში თბილისში არსებული ანტირუსული სტენსილების შესახებ ვრცელი სტატიები ქვეყნდება. "ვაშინგტონ პოსტი", "გარდიანი" და CNN საქართველოს დედაქალაქში არსებულ განწყობებზე წერენ.

„ათასობით წარწერები მთელ ქალაქშია. ამ ფორმით ქართველები აკრიტიკებენ პუტინს და რუსებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ბევრი რესტორანი და კაფე, მათ შორის ისეთები, სადაც რუსები ხშირი სტუმრები არიან, საჯაროდ ახდენენ უკრაინის მხარდაჭერის დეკლარირებას და ვიზიტორებისგანაც იგივეს მოითხოვენ“, - წერია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.

„ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი მიიჩნევს, რომ რუსების დიდი რაოდენობით არსებობა საქართველოში საფრთხეა, რადგან პუტინმა ეს შეიძლება საბაბად გამოიყენოს და მათი უფლებების დასაცავად ქვეყანაში ჯარი შეიყვანოს“, - წერს ბრიტანული "გარდიანი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი