ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში არსებული ერთადერთი საკარანტინო ზონა გააუქმა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში არსებული ერთადერთი, ქალაქ კაესონგში არსებული საკარანტინო ზონა გააუქმა. სამხრეთ კორეასთან მდებარე სასაზღვრო ქალაქი 3 კვირით მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ქვეყანამ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, 26 ივლისს კორონავირუსის შესაძლო შემთხვევაზე განაცხადა.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა პირს, რომელმაც ქვეყნის საზღვარი სამხრეთ კორეიდან უკანონოდ გადმოკვეთა.

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს პირველი ქვეყანა იყო, რომელამც პანდემიის დაწყების შემდეგ, იანვრის თვეში ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა და მოსახლეობას მკაცრი შეზღუდვები დაუწესა. ქვეყანა ამ დრომდე ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ აქვთ.

ამავდროულად,  სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 103 ახალი  შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 85 შიდა გადაცემიდან. ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს ეკლესიებისა და სწრაფი კვების ობიექტების "კლასტერებიდან". ჯამში სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის 14 873 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 305 ადამიანი. ხელისუფლება მკაცრი სოციალური დისტანციისა და დიდი შეკრებების შეზღუდვის დაწესებას განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი