ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია წერს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შესაძლო შემთხვევაა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია წერს, რომ ქვეყანაში COVID-19 პირველი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომები აქვს ადამიანს, რომელმაც 3 წლის წინ "უღალატა" ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეაში გაიქცა, ცოტა ხნის წინ კი ისევ უკან დაბრუნდა.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა გამართეს, რათა ქალაქ კესონგში კარანტინი დააწესონ.

გაიმართა საგანგებო შეხვედრა ქალაქ კაესონგში, სადაც სამი წლის წინ გაქცეული პიროვნება, რომელიც სამხრეთში გაიქცა, დაბრუნდა. მან 19 ივლისს უკანონოდ გადმოკვეთა სადემარკაციო ხაზი, ის სავარაუდოდ, დაავადებული იყო ვირუსით, -  წერს KCNA.

ამ დრომდე ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ იყო. მედია წერს, რომ ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება, დაიწყოს გამოძიება იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახერხა პირმა გამაგრებული საზღვრის გადაკვეთა და დასძინა, რომ მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, სამხრეთ კორეას ამ დრომდე არაფერი განუცხადებია დელიმიტირებული საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. 

ჩრდილოეთ კორეამ, კორონავირუსის გამო, საზღვრები ექვსი თვის წინ დახურა. ამ თვის დასაწყისში კი ქვეყნის ლიდერმა ხალხს კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატება" მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 16 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი